ჩვენს შესახებ

ჩვენი მიზანია სოფლის მეურნეობა გახდეს წარმატებული ბიზნესი, რისთვისაც ვეხმარებით ქართველ ფერმერებს გააუმჯობესონ მათი ყოველდღიური საქმიანობა და შექმნან უკეთესი მომავალი.
ჩვენ გვსურს ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებს აღჭურვონ ვენახები და ბაღები ევროპის და მსოფლიოს მოწინავე კომპანიების მიერ შემუშავებული ტექნოლოგიებით. ჩვენს მიერ მიწოდებული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია იქნება მათი ნარგავების უსაფრთხოების გარანტია, რასაც შედეგად მოჰყვება დროისა და ფულის ეკონომია, რაც შემოსავლის გაზრდის გარანტიაა. ჩვენ გაგიზიარებთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას, რათა თქვენ გააკეთოთ სწორი არჩევანი.
ჩვენი ღირებულებებია ნდობა, პროფესიონალიზმი, პატივისცემა.
ხარიხსი
შპს ,,გრინ სოლუშენს“-ი უშუალოდ ფერმერებისა და პოტენციური კლიენტებისაგან იღებს ინფორმაციას მათი საქმიანობის თაობაზე, რის გამოც ზუსტად იცის რა სახის დახმარება სჭირდება ქართველ ფერმერებს. ჩვენ დავამყარეთ საქმიანი ურთიერთობა ევროპის და მსოფლიოს ლიდერ კომპანიებთან სოფლის მეურნეობის სფეროში, რაც გვაძლევს საშუალებას ქართველ ფერმერებს მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურება და კონსულტაცია, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია მათი ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად.
შპს ,,გრინ სოლუშენს“-ის მომსახურების არჩევით თქვენ ირჩევთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს, ჩვენი ვალდებულებაა კლიენტის მოთხოვნილებების მაქსიმალური დაკმაყოფილება, რისთვისაც შევიმუშავებთ ყველაზე ოპტიმალურ და კონკრეტულ კლიენტზე მორგებულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ გარწმუნებთ, რომ თქვენ გექნებათ საქმიანი ურთიერთობა კარგად ორგანიზებულ, მყარ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ კომპანიასთაც, რომელიც გაგცემთ პასუხს ყველა კითხვაზე და გადაგიწყვეტთ პრობლემებს უმოკლეს ვადაში.
გადაწყვეტილება და დაპროექტება
შპს ,,გრინ სოლუშენს“-ი კლიენტის მოთხოვნების გულდასმით შესწავლის შემდგომ გაგიწევთ თქვენთვის საჭირო დახმარებასა და კონსულტაციას თქვენი მიზნების განსახორიცილებლად. 
კომპანია გაგიწევთ სრულ მომსახურებას და გთავაზობთ პროექტირებას და თქვენთვის ყველაზე მოხერხებულ გადაწყვეტილებებს, ველზე მუშაობის ორგანიზებას, ტექნიკას, პროდუქტის მიწოდებას, მასალების ინსტალაციას, მცენარეთა ნერგებს, უამინდობისაგან დაცვის გარანტიებს, მზრუნველ, სწრაფ და კომპეტენტურ მომსახურებას. 
ყოველი სახის მომსახურებას გაგიწევენ ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები, რომლებსაც გავლილი აქვთ სწავლება ევროპის ქვეყნებში, სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედ მოწინავე საწარმოებში.

პარტნიორები

ვრცლად

დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ